მე მაქვს ბილეთი და უკვე მივმართე ხელისუფლებას, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა გააუქმონ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა შუამდგომლობა წარადგინა, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა მოუხსნან.

„მე მაქვს ბილეთი და უკვე მივმართე ხელისუფლებას, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა გააუქმონ, რომელიც პეტრო პოროშენკომ უკანონოდ დააწესა. უსამართლობაა ჩემი უკრაინიდან გაშვება, რომელიც მე ისევე მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ეგზიტპოლების შედეგებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შედეგი ნამდვილი საარჩევნო რევოლუციაა.

„უკრაინის მოსახლეობამ უკან გადასწია მთელი ძველი პოლიტიკური კლასი. მათ ხმა მისცეს არამხოლოდ პოროშენკოს წინააღმდეგ, არამედ ყველა ძველი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, ძარცვისა და დამცირების წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

​უკრაინაში ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გამოქვეყნდა. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია.

ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშიშსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„გუშინდელი დღე თემირლანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შეხსენება ყოველი ქისტისთვის“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი