“მე ხმა მივეცი ცვლილებებს”- დავით ბაქრაძემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან’ დავით ბაქრაძემ. ბაქრაძის განცხადებით მან არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გააკეთა:

„ხმა მივეცი ცვლილებებს, იმიტომ რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას და ხალხს სჭირდება ცვლილებები, საზოგადოებას აღარ უნდა ისეთი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არის ამ პრობლემის მომგვარებელი. პირველი ტურის მთავარი დასკვნა არის ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, წინსვლას და უკეთესობას. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობაც და აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ და ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, გაყალბება ვერ მოხერხდება.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში – გადასატანი ყუთის სია 14 კაცითაა გაზრდილი
შემდეგი სტატიაპირველი ამომრჩევლის ხმა და პირველი საჩივარი ქუთაისის N28 საარჩვნო უბანზე