მე გავუუცხოვდი “ქართული ოცნების” ღირებულებებს? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს?

მე გავუუცხოვდი

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევსმე გავუუცხოვდი “ქართული ოცნების” ღირებულებებს? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თანამდებობაზე სიმყარის შესანარჩუნებლად სპეციალურად მოხდა თუ არა ის, რომ პრეზიდენტი გუნდიდან დისტანცირდა. “საინტერესო კითხვაა. მე ვდისტანცირდი? – იკითხა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, მისი მისამართით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთდებოდა გარკვეული განცხადებები, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კომენტირებას არ აპირებს იმაზე, ეს საუბარი სიმართლეა თუ ტყუილი. “ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, ორ ადამიანს შორის ურთიერთობად უნდა დარჩეს წესით, მაგრამ მე არ მგონია, რომ ვდისტანცირდი”, – განაცხადა მარგველაშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთი რამე ძალიან ძნელად დასაკარგია და ეს არის ის პრინციპები, რომელზეც დგახარ. “მე ვდგავარ ოპოზიციაში?! არის პრეზიდენტი, არის მმართველი გუნდი, მაგრამ არის ერთი რამე ძალიან ძნელად დასაკარგი – ეს არის ის პრინციპები, რომელზეც იდექი. თუ არის რაიმე ტიპის დაძაბული დიალოგი და მსჯელობა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის რომელიმე საკითხში, რა ხდება ხოლმე ძირითადში – მე ვამბობ, რომ ხალხო, ჩვენ ერთად ვამბობდით ამას. ზოგ შემთხვევაში მე ამას ვამბობდი 2003 წლიდან ვიღაცასთან ერთად, ზოგ შემთხვევაში შემდეგ ვიღაცა შემოგვიერთდა 2010-ში, მერე 2012-ში, მაგრამ არა მარტო ვამბობდით, ეს დავწერეთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის არსად წასულა იმ პუნქტებიდან, რომელზეც ყველანი იყვნენ თანახმა. “მე გავუუცხოვდი “ქართული ოცნების” ღირებულებებს? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს? რომელზე შეიძლება იყოს საუბარი.

მე გავუცხოვდი ჩემს წარსულთან, გუშინდელ პროცესთან მიმართებაში? მე გავუცხოვდი ჩემს წარსულთან, როდესაც ვეტო დავადე მოსმენების კანონს, რომ დავრბოდით მთელი ქალაქი ქუჩაში, ჩვენ გვისმენენო. მე გავუუცხოვდი ჩემს ამომრჩეველს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ ეს მიუღებელია. რა გავაკეთო დღეს, ვისი ერთგული დავრჩე – ჩემი სიტყვების თუ იმ დოკუმენტის, რომელიც ერთად შევქმენით საარჩევნო კამპანიის სახით. მე აქ ვხედავ ძალიან მარტივ სიტუაციას, მე არ წავსულვარ იმ პუნქტებიდან, რომელზეც ყველანი ვიყავით თანახმა. თუ ვინმეს ეს დისკომფორტს ანიჭებს და ძირითადად ამაზე საუბრობენ, რატომ აქტიურობს პრეზიდენტი, რატომ მოიწვია უშიშროების საბჭო, რატომ გააკეთა კომენტარი”, – განაცხადა მარგველაშვილმა. ამ კონტექსტში მან გაიხსენა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონი, რომელსაც ვეტო დაადო. მისი თქმით, ერთად ამბობდნენ, რომ ბიზნესი უნდა იყოს შეუვალი. “ჩემთვის როგორი კომფორტული იქნებოდა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობისთვის” მტერი ვარ და მტერი ვიყავი 2003 წლიდან და ეს არავისთვის უცხო არ იყო. მე ხომ არ ვიყავი დამალული მტერი, მე ვიყავი ღია. “ნაციონალური მოძრაობისთვის” მიუღებელი ვარ და ჩემ წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და სხვათა შორის, ამ დროს “ქართული ოცნებისთვისაც” მიუღებელი ვარ, როგორი კომფორტული პოლიტიკური პოზიცია მიპოვია თურმე იმისთვის, რომ გამემყარებინა ჩემი სკამი.

მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა ჩემს წინააღმდეგ. ეს რანაირად არის კომფორტული პოზიცია, ან მყარი პოზიცია რანაირად არის? არანაირად. მე არც მანამდე ვყოფილვარ დაპირისპირებაში და არც ახლა არ ვარ, მაგრამ არის რაღაც რასაც ჰქვია პრინციპები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ ადამიანების საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს არა პრეზიდენტისგან, არამედ რომელიღაც უწყებისგან
შემდეგი სტატიაერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა