ამ ადამიანების საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს არა პრეზიდენტისგან, არამედ რომელიღაც უწყებისგან

გიორგი მარგველაშვილი კიევში

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევსმინდა მოვკითხო საქართველოს პროკურატურას ის საქმეები, სადაც სისტემური დანაშაულებებია, სადაც წამება და ის კატასტროფაა ასახული, რაც ხდებობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“მე მგონი უკვე მეხუთედ პირდაპირ ეთერში მინდა მოვკითხო საქართველოს პროკურატურას ის საქმეები, სადაც სისტემური დანაშაულებებია, სადაც წამება და ის კატასტროფაა ასახული, რაც ხდებოდა, ამ საქმეებზე რამდენი ადამიანი ჩასმული ციხეში, რამდენის მიმართ მიმდინარეობს ძიება და რამდენი ადამიანი არის სავარაუდოდ, ამ საქმეებში ეჭვმიტანილი? საქართველოს პროკურატურას მინდა მოვკითხო, ეს საქმეები, რომ მერე არ იყოს საუბარი იმაზე, რომ მე რამე არ მოვიკითხე. ამ დონის საქმეები რომ გაჩერებულია სამი წელი და მეტი, რომელი “მესიჯების საქმე” უნდა მომეკითხა? იმიტომ არ მოვიკითხე “მესიჯების საქმე”, რომ გაუპატიურებების საქმეზე ღია ეთერში მეხუთედ ვკითხულობ, რა რეალობაა დამდგარი და პასუხს ვერ ვიღებ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფოტოგრაფების საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათზე გრიფი “საიდუმლო” დღემდე არ არის მოხსნილი. “ცოტა ხნის წინ მოვიდნენ აბდალაძე და მისი მეგობარი, გამესაუბრნენ და მე ვიყავი შეძრწუნებული იმის გამო, რომ ამ ადამიანების საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს არა პრეზიდენტისგან, არამედ რომელიღაც უწყებისგან. დღეს გრიფი არ არის მოხსნილი, რათა ამ ადამიანებმა დაამტკიცონ, რომ ისინი არ არიან ჯაშუშები. ვკითხულობ ამ საქმეს ღია ეთერში უკვე მეორედ”, – განაცხადა მარგველაშვილმა. რაც შეეხება მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, მარგველაშვილის თქმით, მასზე ვერაფერს იტყვის, მასთან არ უმუშავია. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პროკურორის დანიშვნის წესი არ იყო ცუდი, მაგრამ ეს არის იყო პროკურატურის რეფორმა. “პროკურატურის რეფორმა უნდა ჩაჯდეს მთელი სისტემის რეფორმირებაში და იმ კონსტიტუციურ ჯაჭვსა და ჩარჩოში, რომელშიც ის იქნება ადეკვატურად სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დალაგებული. შეგვიძლია ამ შემთხვევაშიც ავიღოთ და ჩვენივე “ქართული ოცნების” წინაასაარჩევნი პროგრამით ვიხელმძღვანელოთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგამოძიებო უწყებას 8 ათას გვერდამდე დოკუმენტური მასალა გადაუგზავნა
შემდეგი სტატიამე გავუუცხოვდი “ქართული ოცნების” ღირებულებებს? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს?