ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

rejeb taip erdoganiთურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ რეჯეპ ერდოღანმა “ალ-არაბიასთან” ინტერვიუში რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის მიერ თურქეთის ანტიტერორისტულ კოალიციაში მოწვევაზე ილაპარაკა.
“სირიამ, ირანმა, ერაყმა და რუსეთმა ბაღდადში ალიანსი შექმნეს და თურქეთსაც შესთავაზეს გაწევრიანება, მაგრამ მე პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ არ შემიძლია ისეთი პრეზიდენტის გვერდით ვიჯდე, რომლის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არის” – განაცხადა ერდოღანმა.

ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირია-თურქეთის საზღვარზე თურქმა სამხედროებმა რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-24 ჩამოაგდეს.
რუსეთი სირიაში ბაშარ ასადის მთავრობას უჭერს მხარს.
კოალიციას აშშ-ს მეთაურობით, კი სირიაში ხელისუფლების შეცვლა სურს.

banner
წინა სტატიაშიმე გავუუცხოვდი “ქართული ოცნების” ღირებულებებს? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს?
შემდეგი სტატიაპოროშენკომ უცხო ქვეყნის ჯარების უკრაინაში ყოფნის გეგმა დაამტკიცა