მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვართ მეგობრები, ძმაკაცები, მაგრამ თითქოს ვერ ვიტანთ ერთმანეთს, ეს არის სურვილი ივანიშვილის და კობახიძის – ნიკა მელია

ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე, რასაც ისტორია შეაფასებს. მაგრამ მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვართ მეგობრები, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზების გამო, – ასე ეხმიანება ტელეკომაპია „პირველის“ ეთერში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ენმ-ში შიდა დაპირისპირებაა და მელია და სააკაშვილი ერთმანეთს ვერ იტანენ.

„მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები, მე იმ პარტიის თავმჯდომარე ვარ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე, რასაც ისტორია შეაფასებს. მაგრამ მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვართ მეგობრები, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზების გამო.

ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო ალბათ, რასაც მეგობარი ჰქვია. მე არ მყავს ბევრი მეგობარი, მეგობარი არ შეიძლება ბევრი გყავდეს და დარწმუნებული ვარ არც მას.

მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ძალიან ბევრს ვიკამათებთ კიდევ, ცხარედ, იმაზე ცხარედაც ვიდრე გგონიათ. მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა, ჩემთვის არაფერი არ შეიძლება იყოს, ასეთი კითხვა რომ ტივტივდება იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც დღეს არის ტყვეობაში. თითქოს ვერ ვიტანთ ერთმანეთს – ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილის და კობახიძის“, – თქვა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიმეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
შემდეგი სტატიაბაიდენი – რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ