მე არ ვიცი ადამიანმა რა ენით უნდა ისაუბროს ამ დანაშაულზე – მალხაზ მაჩალიკაშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე

ცოტნე გამსახურდიას მოსანახულებლად მეცხრე საავადმყოფოში მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა. ის იმედოვნებს, რომ გამასახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება და ამისათვის მთელ საქართველოს ლოცვისკენ მოუწოდებს.

„რა მოხდა და როგორ მოხდა მაგაზე მე ინფორმაცია არ მაქვს. გამოძიება დაადგენს ალბათ ყველაფერს. ის პირველი დამოუკიდებელი პრეზიდენტის შვილია. მე არ ვიცი ადამიანმა რა ენით უნდა ისაუბროს ამ დანაშაულზე. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს და კიდევ აკეთებენ. იმედს ვიტოვებთ გამოძვრება ამ მდგომარეობიდან. უნდა გამოძვრეს, სხვა გზა არ არის და ამისთვის მთელმა საქართველომ უნდა ილოცოს. შევარდნაძის დროს მოკლეს პირველი დამოუკიდებელი პრეზიდენტი, ამათ პირობებში სასიკვდილოდ გაწირეს მისი შვილი. არ ვიცი როგორ უნდა შევაფასო ეს მე, ან როგორ უნდა შეაფასოს ქვეყანამ. ერთს ვიტყვი, ამ ქვეყანას დედა არ ჰყავს. იმასაც დავუმატებ, ამ სისტემის დედაც“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ რომ ცოტნე გამსახურდია გუშინ ღამით დაჭრეს. მას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა : ეს შეთავაზება არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა
შემდეგი სტატიაWSJ: ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციები განცხადებებზე ეფექტური იქნებოდა