მდინარე ენგურმა ოკიპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ 2 ქართველის ცხედარი გამორიყა

აფხაზეთის ე.წ საზღვარზე ხუთი ქართველ უგზო-უკვლოდ დაიკარგა, – ამის შესახებ „თაიმერს“ ექსკლუზიურად აცნობეს. ახლობლები მეოთხე დღეა, დაკარგულებს უშედეგოდ ეძებენ.

ცოტა ხნის წინ მდინარე ენგურმა 2 ქართველის, ბასლანძე და გვილიას ცხედრები გამორიყა. ამ წუთებში, “თაიმერის” ინფორმაციით, მდინარემ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ცხედარი გამორიყა.

„გაუჩინარებულმა ქართველებმა ბოლო ზარი სამი დღის წინ განახორცელეს, როდესაც საზღვარი გადაკვეთეს. ისინი ენგურის ხიდით მოდიოდნენ,“ – განუხცხადეს “თაიმერს” დაკარგულის ახლობლებმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,42 პროცენტს შეადგენს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოშია