მდინარაძე – სიყვარულით ვისაუბროთ ჯალათური რეჟიმის შემოქმედებზე?

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები საინტერესო აღარ არის.

„საინტერესო აღარ არის იქიდან გამომდინარე, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მათი ლიდერის განცხადებები, ტყუილები, ფეიკები, რაც მათი მხრიდან ვრცელდება, არის ერთი მიზნით, რომ აღაშფოთონ საზოგადოება, ოღონდ ტყუილზეა ეს ყველაფერი აგებული. ჩვენთვის ეს საინტერესო აღარ არის და საინტერესო აღარ არის საზოგადოებისთვისაც, რადგან აბსოლუტურად სხვა გამოწვევებია ქვეყანაში, საზოგადოებაში და ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ. გასაგებია, რომ მათი ეს დღის წესრიგი ასევე ემსახურება ერთ მიზანს, ჩაგვითრიონ ამ დღის წესრიგში და დღენიადაგ ვილაპარაკოთ, ვინ რას აკეთებს, ვინ რა მოწოდებას ავრცელებს, ვის მიმართ ავრცელებს და ა.შ. ამაზე ჩვენი სწორება ნამდვილად ვერ იქნება, რადგან არჩევნები დამთავრდა „ოცნების“ გამარჯვებით და ხალხი ამ არჩევნების შედეგად ელოდება ცვლილებებს, მეტ დინამიკას, მეტ ენერგიას, მათი პრობლემების გადაჭრას ადგილობრივ დონეზე და ამ დღის წესრიგში ვეღარ შევყვებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ რევოლუციური სცენარი განვითარდეს.

„მათი მხრიდან შეიძლება, ათასი რამე განიხილებოდეს“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება და სწორედ ამას გულისხმობდა საკუთარ განცხადებაშიც.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის წარმოუდგენელია, თავსებადი იყოს ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატია
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა