დამენია – “ოცნება” მთლიანად მოწყდა ევროატლანტიკურ ალიანსს

„ქვეყანაში გყავს ასეთი არაადეკვატური პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს ევროპარლამენტარების აზრი და თავისუფალი სამყაროს გამოხმაურება“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მმართველი პარტიისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, “კანონის და სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება”.

„როდესაც ქვეყანაში გყავს ასეთი არაადეკვატური პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ აინტერესებს ევროპარლამენტარების აზრი და თავისუფალი სამყაროს გამოხმაურება, ეს არის დამღუპველი და ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” მთლიანად მოწყდა ევროატლანტიკურ ალიანსს და საქართველოს მიათრევს რუსეთის ორბიტისკენ, ამიტომაც 30 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი აქტიურობით უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოაშოროს მართვის სადავეებს,“ – განაცხადა ლაშა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე პლენარულ სხდომაზე: ხალხო, ხომ არ გაგიჟდით მართლა ყველანი ერთად?
შემდეგი სტატიაელისაშვილი: “ბასტი-ბუბუში” მონაწილეობას არ ვაპირებთ