მდინარაძე: პირობების შესრულება რაც რაციონალურ ჩარჩოში შეიძლება ჩაჯდეს, ბუნებრივია, ჩვენი კეთილი ნება იქნება

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პირობების შესრულება კი რაც რაციონალურ ჩარჩოში შეიძლება ჩაჯდეს, ბუნებრივია, ეს ჩვენი კეთილი ნება იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, მთავარი ოპოზიციური პარტია, მიუხედავად ყველას მცდელობისა, ქვეყნის გარეთ და შიგნით, ხელს დღემდე არ აწერს დოკუმენტს, რომლის დარღვევაზეც ახლა თქვენ მე მესაუბრებით. ვერავინ დაარწმუნა „ნაცმოძრაობა“, რომ ხელი მოეწერათ შეთანხმებისათვის. არადა ჩვენ, პირველივე წამიდან გვადანაშაულებენ, რომ დავარღვიეთ შეთანხმება, შეთანხმება, რომელიც მათთან არასდროს ყოფილა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხელი არ მოუწერიათ. დიახ, დაგიდასტურებთ, რომ თუ დაინახავს ქართული საზოგადოება, არამხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალა, მათში სადმე აღმოჩნდება, რომ მზად არიან ამ ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, თანამონაწილეები გახდნენ პოზიტიური პროცესების, ამ ქვეყნის განვითარების, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის და ამაში წვლილს შეიტანენ და პირიქით, კი არ დააზიანებენ თავისი მოქმედებებით და კამპანიით ქვეყანას, ამ შემთხვევაში, ჩვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე პრობლემა არ გვექნება. იმ პირობებში, როცა მათ უნდათ, რომ რაღაც შეთანხმება შეასრულოს ერთმა მხარემ, რომლის მონაწილეებიც არ არიან, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება, ჩვენი მხრიდან ანულირებულია.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს შეთანხმება ანულირებულია, პირობების შესრულება კი რაც რაციონალურ ჩარჩოში შეიძლება ჩაჯდეს, ბუნებრივია, ეს ჩვენი კეთილი ნება იქნება. წინასწარ ამ თემაზე პარტნიორებთან კომუნიკაცია ვერ გვექნებოდა. გვექნება კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც ეს გავახმოვანეთ. ასეთი გადაწყვეტილებები წინასწარ არ თანხმდება, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ პროცესები უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, საიდანაც ამოგდების მცდელობა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მრავალგზის იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია კობახიძის განცხადებაზე: რომ გადმოვთარგმნოთ, დააანონსა მასობრივი რეპრესიები
შემდეგი სტატიალაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია