მდინარაძე გაეროსგან რუსული კანონის კრიტიკის გამო არგუმენტებს ითხოვს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან, ასევე სხვა ოფიციალური უწყებებისგან რუსული კანონის კრიტიკის გამო არგუმენტებს ითხოვს.

“შეშფოთებულები არიან, დაარტყამს სამოქალაქო საზოგადოებას, ამას იზას, იმას იზამს, რატომო?! რა წერია. მე გეუბნებით, რომ არ შეუქმნის, და რატომ შეუქმნის. კი არ ვემიჯნებით, მათ არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, რატომ შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის, რაც არ უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს ევროპაში. […] არგუმენტი არ არის მეთქი, ასეთი ოფიციალური სტრუქტურა და ადამიანი მსოფლიოში არ არსებობს ჩვენთვის, რომელიც არგუმენტის გარეშე რაღაცას გვეტყვის და ამას მივიღებთ. […] გნებავთ გაერო იყოს, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურის, ჩვენ მეგობრებში მათ შორის, სხვაზე არ ვლაპარაკობ საერთოდ, ჩვენ მეგობრებში, ცივილიზებულ, დასავლურ სამყაროში, არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ. გვითხრან ერთი არგუმენტი, მათ შორის გაეროს წარმომადგენლებს ვთხოვ, აგერ უმრავლესობის სახელით”, – თქვა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“წალენჯიხაში დამთავრდა რუსეთი” – “რუსული კანონის” დარეკლამების მცდელობა 9 აპრილს და წალენჯიხის პასუხი
შემდეგი სტატია“ალტ ინფოს” ვურჩევ, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად და თუკი ამას ვერ გააკეთებენ, მერე ჩვენზე ბრაზს თავი დაანებონ – მდინარაძე