“ალტ ინფოს” ვურჩევ, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად და თუკი ამას ვერ გააკეთებენ, მერე ჩვენზე ბრაზს თავი დაანებონ – მდინარაძე

მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ალტ–ინფოს და მის ლიდერებს მიმართავს და ამბობს:

“კონსერვატორულ მოძრობას”, “ალტ ინფოს” ვურჩევ, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად და თუკი ამას ვერ გააკეთებენ, მერე ჩვენზე ბრაზს თავი დაანებონ. ახერხებენ ნაცმოძრაობაც კი, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად და დიდი სიამოვნებით, ჩემთვის იქნებოდა ერთ-ერთი კარგი დღე, თუ რაიმე შეცდომა ექნებოდათ დოკუმენტებში, პირადაპირ ვამბობ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ეს იქნებოდა ლეგიტიმური და კანონიერი საფუძველი, რომ ისინი საერთოდ როგორც პარტია რეგისტრაციაში ვერ მოხვედილიყვნენ, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

„კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია 8 აპრილს გააუქმა. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, რაც საფუძვლად დაედო რეესტრის გადაწყვეტილებას

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე გაეროსგან რუსული კანონის კრიტიკის გამო არგუმენტებს ითხოვს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება