მდინარაძე: არავის სჭირდება ბოროტებასთან შერიგება

დათქმებს რომ აკეთებენ: „მიშა გამოუშვან და მერე ვიღაცას შევურიგდებითო“, არავის სჭირდება ბოროტებასთან შერიგება. ამ საკითხს ჩვენ არ გადავხედავთ და რაღაც ულტიმატუმებს არ გავხდით შერიგების, თუ შეთანხმების სასპეკულაციო თემად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, ზოგიერთი მედიასაშუალება რა დღეში ამყოფებთ ქართველ მაყურებელს, გულწრფელად გეუბნებით, მეც კი კითხვები მქონდა ამ ეროვნულ შერიგებასთან, თუ თანხმობასთან დაკავშირებით, სანამ პრეზიდენტთან არ მივედი, სადაც დეტალურად მოგვიყვა და განგვიმარტა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ არ არის რაღაც ვიწროპარტიულ ინტერესებზე და შერიგებაზე საუბარი, საუბარია ეროვნულ თანხმობაზე, სადაც მოიაზრება ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება საკამათოც კი არ იყოს. მე მგონი, იმაზე ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტი ამ ბოლო დროს, თქვენგან მიკვირს, თორემ ჩვენ ასეთი ვიყავით აქამდეც, ყველას ერთად მოგვწონს, ამაზე შედგა უკვე ეროვნული თანხმობა, იმიტომ რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ყველა მხრიდან პოზიტიური მესიჯები მოდის, დანარჩენ საკითხებზეც ამ თანხმობას ალბათ, მივაღწევთ, ოღონდ მართლა შეიძლება იყოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული, ოკუპაციის თემასთან, დეოკუპაციის მიზნებთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებული თემები, რომელზეც მართლა შესაძლებელია ეროვნული თანხმობა და ამაზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრებთ, მაგრამ იქ დათქმებს რომ აკეთებენ: „მიშა გამოუშვან და მერე ვიღაცას შევურიგდებითო“, არავის სჭირდება ბოროტებასთან შერიგება. ამ საკითხს ჩვენ არ გადავხედავთ და რაღაც ულტიმატუმებს არ გავხდით შერიგების თუ შეთანხმების სასპეკულაციო თემად. აბსოლუტურად სხვა თემებზეა საუბარი, არასწორია რაღაც თემის შერიგებად მონათვლა, საუბარია ეროვნულ თანხმობაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ექიმზე: თუ გავიხსენებთ რა პირობებში გამოვიდნენ კომენტარის გასაკეთებლად, ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ მასზე ზეწოლა ყოფილიყო
შემდეგი სტატიამდინარაძე: თუ პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ეს მისი საქმეა