რომან გოცირიძე:”მასტერკლასი ჩაუტარა ჩვენს ბედოვლათებს”

gociridze

"გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას ავრცელებს“გაზპრომმა კონტრაქტს ხელი ძველი პირობით მოაწერა. ეს საზოგადოების გამარჯვებაა მთავრობაზე და გაზპრომზე”-ასე ეხმიანება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე “გაზპრომთან” მიღწეულ შეთახმებას.
“რც სომხეთში გაზის ტრანზიტი შეწყვეტილა, არც ირანული გაზი მიუწოდებიათ, არც ჩვენ დაგვჭირდა დამატებითი გაზი და აგერ გაზაფხულიც მოვიდა და არც სადმე უჩივლია გაზპრომს, საქართველო ფულად ანაზღაურებაზე არ გვთანხმდება და გაზს ნატურით ითხოვსო. კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ მთელი ეს ისტორია იყო ქართველი ჩინოვნიკების კერძო ინტეტესებიდან გამომდინარე. სხვანაირად ამას კორუფცია ჰქვია.
დიდია აზერბაიჯანის მთავრობის როლი. მასტერკლასი ჩაუტარა ჩვენს ბედოვლათებს.
კალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ბიუჯეტში უნდა დააბრუნონ ის ფული, რომელიც ლუქსემბურგში, ვენაში, ბრიუსელში თუ მილანში ფრენებში და ცხოვრებაში დაიხარჯა ე. წ. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად”-წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ „გაზპრომმა“ ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს ხელი მოაწერა. ენერგეტიკის სამინისტრო განმარტავს, რომ ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული გაზის 10 პროცენტი დარჩება. ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად დარჩენილია შიდა პროცედურები. ხელშეკრულება ჯერ იუსტიციის სამინისტრომ, შემდეგ კი მთლიანად კაბინეტმა უნდა მოიწონოს. რუსული ენერგოკომპანია ქართულ მხარეს კონტრაქტის გადახედვას და ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობდა.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკი დავით უსუფაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოზარდებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაატარა