აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოზარდებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაატარა

IMG_6201თბილისის დევნილთა მე-2 და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს “ბაზი” -ს აღდგენით ცენტრთან თანამშრომლობით, მიზნობრივი პროფილაქტიკურ გასინჯვები ჩაუტარდათ, რაც გულისხმობს მოზარდების აღნაგობის დარღვევის გამოსავლენად, საჭირო სპეციფიური გასინჯვების მაღალკვალიფიციური თერაპევტის, ქირურგისა და ტრამვატოლოგის მიერ ჩატარებას . ღონისძიების დროს გაისინჯა ქ. თბილისის დევნილთა მე-2და მე-3 საჯარო სკოლის 200 მოსწავლე.
დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით, მოსწავლეების 70% სქოლიოზი დაუდგინდა , ასევე გამოვლინდა გულის მანკის ერთი შემთხვევა.
გასინჯვების დროს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოზარდებში აღმოჩენილ სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის შემთხვევებს , ქალაქ თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში , შპს“ ბაზის“ მაღალკვალიფიციური ექიმები, უფასო აღდგენით თერაპიასა და მკურნალობას ჩაუტარებენ.
ღონისძიებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ასევე აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილეები, მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე:”მასტერკლასი ჩაუტარა ჩვენს ბედოვლათებს”
შემდეგი სტატიაჰოლანდიის პრემიერმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შეუძლებლობაზე განაცხადა