მასშტაბური გათავისუფლებები თბილისის საბავშვო ბაღებში – საკადრო გადაწყვეტილებებს პროტესტი მოჰყვა

მასშტაბური გათავისუფლებები დაიწყო თბილისის საბავშვო ბაღებში. ერთმანეთის მსგავსი მიზეზებით 20-მდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორები და სხვა თანამშრომლები მოხსნეს. საკადრო გადაწყვეტილებებს პროტესტით შეხვდნენ რამდენმე ბაღში.

თბილისის მე-2 საბავშვო ბაღი დილიდან პარალიზებულია. პედაგოგებმა მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამსახურში მისულებმა შეიტყვეს, რომ ბაღის დირექტორი ანა გეგია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს საკითხი გააპროტესტეს მშობლებმაც. ისინი აცხადებენ, რომ მიღებულია უსამართლო გადაწყვეტილება და პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.

მშობლებმა და პედაგოგებმა შეიმუშავეს ერთიანი განცხადება, რომლითაც ისინი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას მიმართავენ და გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევენ.

ბაღების სააგენტოს განმარტებით, ცვლილებები აუდიტის დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს. ამის მიხედვით, ბაღში ფინანსური მიმართულებით დარღვევებია აღმოჩენილი.

კიდევ ერთი – მე-6 ბაღის გათავისუფლებული დირექტორი თამარ ბაქრაძე არ ეთანხმება ბრალდებებს და გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს.

მასშტაბური გაათავისუფლებების მიზეზად ბაღების სააგენტოში აუდიტის სამსახურის დასკვნას ასახელებენ.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლებამ საარჩევნო საზღვრები თბილისში ერთმანეთში არია და აზილა”
შემდეგი სტატია„ფონდებთან დაკავშირებით, პროკურატურამ სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს“