მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება 5 სამაშველო ჯგუფი, ასევე სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები.

53 წლის მამაკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება ჟინვალის წყალსაცავში დილის 07:30 საათიდან განახლდა.

“MAN”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა წყალსაცავში გუშინ ღამით ჩავარდა. სამაშველო სამუშაოები გვიანობამდე გაგრძელდა და მოგვიანებით, ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი-არჩევნების პროცესში დაპირისპირებამ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი უნდა გახადოს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური – საზღვარგარეთ უბნები ღამის 12:00-მდე იქნება გახსნილი