მაშველებმა სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამახვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, ოთხი მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება