თბილისის საკრებულოს კომპანია ,,თბილქიმფარმამ’’ სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარები გადასცა

დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის რიმა ბერაძის ინიციატივით, სააქციო საზოგადოება ,,თბილქიმფარმამ’’ წარმომადგენლობით ორგანოს პანდემიის პრევენციული აქტივობების ფარგლებში, სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარები გადასცა.
როგორც თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ კომპანიას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და და განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კომპანიების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს დედაქალაქის საკრებულოს კომპანია ,,თბილქიმფარმა’’-მ სადიზინფექციო ხსნარები უსასყიდლოდ გადაეცა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე, სადეზინფექციო საშუალებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა და მათ ჩვენ საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.
,,თბილქიმფარმას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გოგა სულუხიას განცხადებით კი, ქართული წარმოების სადეზინფექციო ხსნარების წარმოება კომპანიამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტა. მისივე თქმით, კომპანიამ სადეზინფექციო საშუალებების გადაცემა თბილისის საკრებულოსთვის გადაწყვიტა, რათა მათ პროდუქტი საჭიროებისამებრ გამოიყენონ.
,,წარმოდგენილი სადეზინფექციო პრეპარატი შესაბამისი წესისა და კანონის მიხედვით დამტკიცდა და ის 75 %-იანი სპირტის ბაზაზეა დამზადებული, ამასთანავე შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაშიც ’’- განაცხადა გოგა სულუხიამ.
სადეზინფექციო და ანტისეპტიკური ხსნარების გადაცემის პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში„ქოლგა თბილისი ფოტოს“ ვირტუალური კვირეული
შემდეგი სტატიამარტვილში საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა