მარტვილში მოსახლეობა უწყლობას აპროტესტებს (ვიდეო)

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახარებაოს რამდენიმე თვეა წყალი არ მიეწოდება. უწყლობით გამწარებულმა ნახარებაოს მცხოვრებლებმა დღეს, 19 ივლისს წყალმომარაგების კომპანიის ოფისთან აქცია გამართეს. მათ წყალმომარაგების კომპანიის რაიონული ოფისის დირექტორი ოლეგ ბჟალავა შეხვდა.

ბჟალავა ხალხს დაპირდა, რომ წყალი რამდენიმე დღეში მიუვათ და ის გრაფიკით, სამ დღეში ერთხელ ექნებათ. ბჟალავასთან გასაუბრებას “თაიმერიც” შეეცადა, მაგრამ ბჟალავა ოფისიდან  წავიდა.

უკმაყოფილო მოსახლეობამ მარტვილის მერიასთან გადაინაცვლა. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვენ. მერთან გასაუბრება “თაიმერმაც” სცადა, მაგრამ დაცვამ არ შეუშვა. მათი პასუხი ასეთი იყო, მერი როცა ნებას დაგრთავთ, მაშინ შემოხვალთ.

 

ავტორი: აკო ქიქავა 

https://youtu.be/nyDY5aGqpjI

 

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას იმ ევროატლანტიკურ კურსსა და ღირებულებებზე, რომელიც მონაპოვარია მრავალი თაობის
შემდეგი სტატიაFulbright-ის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ცნობილია