დეკანოიძე: ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას იმ ევროატლანტიკურ კურსსა და ღირებულებებზე, რომელიც მონაპოვარია მრავალი თაობის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ექნებათ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაზე.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია შეთანხმება ცესკო-სა და მოსამართლეების დანიშვნის მიმართულებით.

„შარლ მიშელთან შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გვექნება. პირველ რიგში, ეს ეხება 19 აპრილის შეთანხმებას და მის დარღვევას ორი მიმართულებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ასევე მოსამართლეების დანიშვნის მიმართულებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია ეს შეთანხმება, ამ შეთანხმების დარღვევისთვის ყველაფერს აკეთებდა და დღემდე ამას აკეთებს. მეორე, საქართველოს მომავალი – დემოკრატიული უკუსვლა, ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი, რომელიც ასევე აშფოთებს ჩვენს საგარეო პარტნიორებს, რომ ძალიან აშკარაა, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უარი თქვას იმ ევროატლანტიკურ კურსსა და ღირებულებებზე, რომელიც მონაპოვარია მრავალი თაობის. ამიტომ თავდასხმა ჟურნალისტებსა და უმცირესობებზე, მათ შორის უპასუხისმგებლობა შსს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილები. ჩვენ გავახმოვანებთ ყველა ჟურნალისტის პოზიციას, რომელიც თქვენ გაქვთ დასაფიქსირებელი ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშისაკეისრო კვეთის შემდეგ​, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კოვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამარტვილში მოსახლეობა უწყლობას აპროტესტებს (ვიდეო)