მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას განცხადებით, ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი მოსახლეობის დაახლოებით 4 პროცენტმა დააფიქსირა და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
,,ბოლო მონაცემებით, საკუთარი არჩევანი დაახლოებით 4 პროცენტმა დააფიქსირა. ამ დრომდე საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი შესული არ არის და არჩევნები მშვიდ და წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს, “-აღნიშნა ბართაიამ.
მარტვილიში სულ 37 საარჩევნო უბანია გახსნილი.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.