მარტვილის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 37 პირი იმყოფება

მარტვილის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 37 პირი იმყოფება. ამის შესახებ ,,თაიმერთან” საუბარში მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა როზა ჯანაშიამ განაცხადა.
,,მარტვილში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 37 ადამიანია. ოთხი ადამიანი მოხსნილია, ხოლო დღის ბოლოს კიდევ 5 პირს უმთავრდება თვითიზოლაციის დრო. თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის მარტვილიდან კარანტინში ორი ადამიანი გადაიყვანეს. კარანტინში მარტვილის მკვიდრი კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფება, თუმცა ისინი მარტვილიდან არ წაუყვანიათ და სავარაუდოდ პირდაპირ საზღვრიდან გადმოიყვანეს”-აცხადებს როზა ჯანაშია.

 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეკლესიის სამრევლოები უცხოეთში ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებენ
შემდეგი სტატიაბოლნისსა და მარნეულში ღამის საათებში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება