მარტვილში ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრი შენდება

kaniმარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ლაშა მოისწრაფიშვილთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად დაათვალიერეს.
ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრი შენდება. ასევე მიმდინარეობს ტურისტული ბილიკების მოწყობის, ხიდების, ნავმისადგომებისა და ბელვედერის სამშენებლო სამუშაოები. რესტავრაცია უტარდება ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს.
ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისამხედრო ლიცეუმის მსმენელები იუნკერთა მემორიალიდან მსვლელობას მოაწყობენ
შემდეგი სტატიაევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შესახლოა მხოლოდ საქართველოს შესთავაზოს