მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საკვირაო წირვა ტაძრის გარეთ მიმდინარეობს

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ ჩაატარა.

წირვა მიტროპოლიტმა ეკლესიის ეზოში ჩაატარა.

რაც შეეხება სააღდგომო მსახურების ჩატარებას მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ამის შესახებ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება.

” ხვალ მივდივარ თბილისში და რამდენიმე მეუფე შევხვდებით პატრიარქს და გადავწყვეტთ რა როგორ. რაც შეეხება სამღვდელოების ტესტირებას თუ საჭირო გახდება რა თქმა უნდა მზაობას გამოვთქვამთ. წინა ხაზზე რომ ვართ, ვიცით. თუ გვაკურთხებენ, კი ბატონო, ვიცით სისხლის ჯგუფი, რეზუსი და გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა იმუნიტეტში. მე პირადად, პრობლემა არ მაქვს, თუმცა, ველოდებით კურთხევას, რადგან შეილება იყოს კითხვები, რამდენად სანდოა, თანამედროვე ან ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა იყოს ერთობით, მშვიდობით, სიყვარულით. არ უნდა იყოს დაპირისპირება. თუ ღამე არ მოვა მრევლი ტაძარში, დილით მოვა. ყველაფერი უნდა იყოს ერთობით, მშვიდობით, სიყვარულით. არ უნდა იყოს დაპირისპირება. თუ ღამე არ მოვა მრევლი ტაძარში, დილით მოვა”,- განაცხადა მიტროპოლიტმა. ნაკურთხი ბზა მრევლს უფასოდ დაურიგდა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიკახეთიდან კორონავირუსზე გაგზავნილი 15 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა