მარნეულში სუს-ის გააქტიურება ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 18, 2020 15:11

მარნეულში სუს-ის გააქტიურება ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერებმა მოდულის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და მარნეულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე ხნის წინ აღძრა საქმე რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მუხლით. გამოკითხა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის აქტივისტი სამირა ბაირამოვა, უფლებადამცველი თამთა მიქელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია„ჯეირათის“ თავმჯდომარე, ზუმრუდ ყურბანოვი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდმირთაგი ასადოვი, მარნეულელი მასწავლებელი, ელვირ ჰასანოღლუ, ასევე მარნეულის საკრებულოს დეპუტატები.
“ლელო საქართველოსთვის ლიდერის, სოფო შამანიდის თქმით, აღნიშნული ძალების გააქტიურება ბადებს ეჭვს, რომ მათი ქმედება შეთანხმებულია ხელისუფლებასთან და რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ხელისუფლების ხელდასმით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
“საქმე, რომლის გამოც ეს ხალხი იყო დაბარებული, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო აგორებულ კამპანიას ეხებოდა. მიუხედავად სუსის თითქოს და “კეთილი” ზრახვებისა, მარნეულში შუღლის გაღვივების მცდელობები ისევ გრძელდება, თანაც ღიად, აქციებით.
ამჯერად ბოლშევიკ ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან ერთად ქართული მარში და პრიმაკოვის ფონდი ითხოვენ.
რა ამოძრავებს რუსული მარშის ქართულ ვერსიას და იმ ფონდს, რომლის დამფინანსებელი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, კრემლის წინ, წითელ მოედანზე, არც მეტი, არც ნაკლები, ლენინი განისვენებს და რომლის დღევანდელი მეთაურიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს :
ეძებონ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედი მართული და დესტრუქციული ძალები არა ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ ფსევდოპატრიოტულ ძალებში, რომლებიც, პატრიოტულ ნიღაბს ამოფარებული, ქმნიან დაძაბულობას იქ, სადაც ეს ბუნებაში არ არსებობს.
– აღკვეთონ ამ დესტრუქციული ძალების ქმედება, გამოიძიონ, საიდან ფინანსდებიან ეს ორგანიზაციები და ვის ინტერესებს ატარებენ ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ძალების გააქტიურება მაშინ, როდესაც ჩვენს ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა,” – განაცხადა სოფო შამანიდმა.
ლელოს” ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და აცხადებს, რომ მათი პირდაპირი მოვალეობაა ჯაშუშების გამოვლენა, საქართველოს კონსტიტუციური სუვერენიტეტის დაცვა და ეროვნული და ეთნიკური შუღლის გაღვივების ხელის შეშლა, თუმცა ამას არ აკეთებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 18, 2020 15:11

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics