გიორგი გახარია – ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებაში, რომელიც გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში

ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებებში, რომელიც ჩვენ ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებისა და საოკუპაციო რეჟიმის განცხადებების შეფასებისას.

მისივე თქმით, ლუგარის ცენტრის კარი ყველასთვის ღია და ყველას შეუძლია, ნახოს რა ხდება ლაბორატორიაში.

„ლუგარის ლაბორატორია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ახლა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ეპიდემიას და პანდემიას ვებრძვით, მერწმუნეთ, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებებში, რომელიც ჩვენ ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში.

არანაირი წინააღმდეგობა, მე როგორც ვიცი, ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ყველასთვის ღიაა ლუგარის კარი ერთობლივად, გუნდურად, ყველამ ერთად რომ ნახონ, თუ რა ხდება ამ ლაბორატორიაში“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში სუს-ის გააქტიურება ეთნიკური შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს
შემდეგი სტატიაჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საარჩევნო სიის ნომრით რომელი ვიქნები