მარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა

მარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცს ქვედა კიდურებზე წვივის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ცენტრის სპეციალისტის ნათელა მაჭარაშვილის განცხადებით, მამაკაცს შესაბამისი აცრები ჩაუტარდა და 10 დღის განმავლობაში ის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ცენტრში აცხადებენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2017 წელს ტურის მიერ ადამიანის დაკბენის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიმშობლის რეაქციაც გასაგებია, თუმცა გაუგებარია, ასეთი თემებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის
შემდეგი სტატიაქუთაისში მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა