მშობლის რეაქციაც გასაგებია, თუმცა გაუგებარია, ასეთი თემებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ერთადერთი მიზანი თავიანთი მოქმედებებისას – დაიცვან ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შვილის დაღუპვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს და მშობლის რეაქციაც აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა დეპუტატისთვის გაუგებარია ასეთი თემებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესის იქით ვერაფერს ხედავენ.

„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ერთადერთი მიზანი თავიანთი მოქმედებებისას – დაიცვან ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება, ამიტომ მათ სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს გამოძიების ვალდებულებას – დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, მათ შორის ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო ფრაქციების აპარატებისთვის, მხოლოდ სახელფასო ნაწილში, ყოველთვიურად 120 420 ლარი დაიხარჯა
შემდეგი სტატიამარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა