მარნეულის ცენტრალურ ბაზარში მამაკაცი დაჭრეს

მარნეულის ცენტრალურ ბაზარში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 17 წლის ბიჭმა ასაკოვანი გამყიდველი ცივი იარაღით დაჭრა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა სიგარეტის გამყიდველთან მივიდა და სიგარეტი სთხოვა, რა დროსაც შელაპარაკება მოხდა და კაცი დაჭრა.

ახალგაზრდა ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატია“ოქრიაშვილის დაგეგმილი თემა იყო”- “ოცნება” დმანისში დაპირისპირებაზე