პროკურატურაში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

“მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის პროკურატურაში დასრულდა. ნიკა გვარამიას თქმით, საქმე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რა დროსაც თქვა, რომ სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელების შემდეგ, “ოცნებაში” ბრიფინგი ჩატარდა, სადაც ითქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები უნდა გავრცელდეს.

მისივე თქმით, გამოკითხვაზე მას წყაროს ვინაობის შესახებაც ჰკითხეს.

“მკითხეს ჩემს განცხადებაზე ქართულ ოცნების თათბირის შესახებ ფარული თვალთვალის ვიდეომასალების გამოქვეყნებაზე. წყარო მკითხეს, წყარო არ ვუთხარი, რა თქმა უნდა… მეორე იყო დიტო სამხარაძეზე, რასაც ის ლაპარაკობს, დადის, თავის აქტივში, რეგიონებში და ყველგან ერთი და იგივეს ამბობს, რომ ნუ გეშინიათ, მომავალ კვირაში პირადი ცხოვრების ისეთ ვიდეოებს გამოვდებთ, ესენი ყველანი დამთავრდებიანო. ესეც მკითხეს, დავადასტურე და ვუთხარი, რომ ნამდვილად ასეა და ვიცი. წაყრო მკითხეს და წყარო იგივეა, ვინც ქართული ოცნების იმ თათბირიდან იყო, იგივე მაღალჩინოსანი”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“არ შეგარჩენთ” – მელია დმანისის ინციდენტზე
შემდეგი სტატიამარნეულის ცენტრალურ ბაზარში მამაკაცი დაჭრეს