მარკ როზოვსკი რუსეთის კულტურის ის წარმომადგენელია, ვინც პირველმა დაუჭირა საქართველოს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის განცხადებით, მარკ როზოვსკი რუსეთის კულტურის ის წარმომადგენელია, ვინც პირველმა დაუჭირა საქართველოს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ.

„სწორედ მან დადგა ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მოსკოვში. ის ერთერთი პირველია, ვინც ხმამაღლა გამოთქვა თავისი პროტესტი ამით. ის არის ადამიანი, ვინც ყირიმის ანექსია დაგმო და საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი. ის არის თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი რუსეთში. მისი თეატრი დამეგობრებულია ჩვენს თეატრთან. რაც შეეხება სამინისტროს, ის თეატრის რეპერტუარის დაგეგმვაში არ მონაწილეობს”, – განაცხადა კოტე აბაშიძემ, რომლის კომენტარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოსკოვის თეატრის გასტროლს აპროტესტებენ, რომელიც ქუთაისში დღეს დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ „დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი საქართველოში ითამაშონ“.

banner
წინა სტატიაშიგორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: სამარცხვინო, ეროვნული ღირსების გამთელავი ოკუპაციის პროცესი