თამარ ჩხეიძე: სამარცხვინო, ეროვნული ღირსების გამთელავი ოკუპაციის პროცესი

სამარცხვინო, ეროვნული ღირსების გამთელავი ოკუპაციის პროცესი, უკვე ხაშურის რაიონში მიმდინარეობს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
ნაცვლად ადეკვატური ზომებისა, მხოლოდდ ფაქტიურ ხელისშეწყობას იღებს! რახან იმ ტრაგიკულ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ შუაგულ ქართლში საოკუპაციო ხაზი გვაქვს, ამ ხაზის გასწვრივ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები უნდა იდგნენ.
ეს ელემენტალურია! ასეთ შემთხვევაში ასე ადვილად, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე რუსეთი ახალ მიწებს ვერ მიითვისებდა. _ ეს მთელი მსოფლიოს წინაშე საომარი თავდასხმა იქნებოდა და არა ვითომ უწყინარი “ბორდერიზაცია”.ივანიშვილის ხელისუფლება ს აშკარად ნაკისრი აქვს ამ მიწების რაც შეიძლება უხმაუროდ და მინიმალური წინააღმდეგობის პირობებში მტრისთვის ფაქტიური გადაცემა.ამიტომ საერთაშორისო მასშტაბითაც ცდილობს “მინიმალური”” დისკომფორტი შეექმნას რუსეთს-აცხადებს თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიმარკ როზოვსკი რუსეთის კულტურის ის წარმომადგენელია, ვინც პირველმა დაუჭირა საქართველოს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: მივმართავ ამერიკის პრეზიდენტს, ტრამპს გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი