მარინა კალიურანდი: დამნაშავეები უმოკლეს ვადაში უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე

დამნაშავეები უმოკლეს ვადაში უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ დაწერა.

„ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო დამწუხრებული ვარ. გულწრფელი სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. ძალადობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ. დამნაშავეები უმოკლეს ვადაში უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, – წერს მარინა კალიურანდი.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სხდომათა დარბაზთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა
შემდეგი სტატია“პრაიდის” ორგანიზატორი:მედიასთან ბრძოლა ხელისუფლებას და საპატრიარქოსაც ცუდად შემოუბრუნდება