მარინა ეზუგბაია: მეათე ინფიცირებული ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება. მან დაადასტურა, რომ მეათე ინფიცირებული ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში 46 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. 17 პაციენტის პასუხებს ელოდებიან. ინფიცირებული 10 პაციენტიდან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ გართულებები არ აღებიშნებათ. ერთის მდგომარეობა კი საშუალოზე მძიმეა თუმცა არ პროგრესირებს.

banner
წინა სტატიაშიფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა