საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა. იმავე საღამოს კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 მარტს კი კორონავირუსი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდგინეს.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: მეათე ინფიცირებული ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება