მარინა ეზუგბაია : გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება, რომელიც შიდა ტურიზმთანაა დაკავშირებული, ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი არ არის

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2020 11:45

მარინა ეზუგბაია : გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება, რომელიც შიდა ტურიზმთანაა დაკავშირებული, ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბარი არ არის.

ეზუგბაიას თქმით, ფიქსირდება შემთხვევების მატება, თუმცა მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებიდან, როცა სეზონური ინფექციების „კოვიდ-19“-თან თანხვედრა მოხდება.

„ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ ეს მეორე ტალღაა, მეორე ტალღას ვლაპარაობთ, როცა იქნება ზამთრის სეზონი, ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის შუა რიცხვებიდან, როცა მოხდება თანხვედრა სეზონური ინფექციების „კოვიდ- 19“-თან, მაშინ მოსალოდნელია მეორე ტალღაზე ლაპარაკი. ახლა, ამ ეტაპზე გვაქვს მატება, რომელიც დაკავშირებულია შიდა ტურიზმთან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, შემთხვევების ათეულობით მატება სამედიცინო სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვება, თუმცა ეს ასეულობით შემთხვევებში არ უნდა გადაიზარდოს.

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2020 11:45