მარიხუანის კულტივაციას და ექსპორტზე გატანას გამოკითხული მოსახლეობის 62% სრულად არ ეთანხმება

„ემხრობით თუ არა მარიხუანის კულტივაციას და ექსპორტზე გატანას?“ – ეს კითხვა საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში მოსახლეობას დაუსვა.

გამოკითხული მოსახლეობის 62% მთავრობის ინიციატივას სრულად არ ეთანხმება.

შედეგები დეტალურად ასე გადანაწილდა:

სრულად არ ვეთანხმები 62%

არ ვეთანხმები 26%

არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები – 5%

ვეთანხმები 3%

სრულად ვეთანხმები 1%

არ ვიცი ან უარი პასუხზე – 3%.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხული მოსახლეობის 40% ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სრულად არ ეთანხმება
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი პრელუდიაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის