მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებზე საავადმყოფოში იმსჯელა.

შეგახსენებთ, 17 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდა, რის შემდეგაც ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის საქმეზე დააკავეს, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშილონდა თოლორაია – გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, რის გამოც არასრულწლოვნებმა პოლიციის დაწესებულებაში განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი
შემდეგი სტატიაპროკურორი – არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეზე არ არის გამორიცხული, გაიზარდოს დაზარალებულთა და ბრალდებულების რიცხვი, შესაძლოა, დამძიმდეს კვალიფიკაცია