მარიამ ქვრივიშვილი – მალე გვექნება ისეთი ცენტრალური პარკი, როგორიც განვითარებულ ქალაქებშია

ჩვენც მალე გვექნება ისეთი ცენტრალური პარკი, როგორიც განვითარებულ ქალაქებში გვინახავს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი ცენტრალური პარკი. ეს იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი რეკრეაციული და ეკოტურისტული პროდუქტის თვალსაზრისით. ძალიან ღირებული დანამატია ჩვენი ინდუსტრიისთვის და რა თქმა უნდა, უმთავრესად ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბის კეთილმოწყობილი, თანამედროვე, რეკრეაციული ზონის შექმნა ქალაქის შუაგულში.

ჩვენც მალე გვექნება ისეთი ცენტრალური პარკი, როგორიც განვითარებული ქალაქების მთავარ პარკებში გვინახავს. იპოდრომის ტერიტორია ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. პარკის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ განახორციელებს, რის შედეგადაც ასეთი ცენტრალური პარკი გვექნება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი 30-59 წლამდე კატეგორიაშია
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – მოსახლეობასთან საუბრისას კარგად იკვეთება, ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები