უგულავა პროკურორს – ვის ატყუებთ თქვე უჯიშო აფერისტებო?!

“ბატონო პროკურორებო, თუ ერთი უჯრედი მაინც ან ჭკუის, ან ნამუსის დაგრჩათ, მითხარით, გამოიყენება, თუ არა საპატიმრო გირაო ასეთ შემთხვევაში, პასუხი არის კანონით – არა. როგორ უნდა მოიქცეთ, ისე კი არა, რომ ჩაატაროთ ბრიფინგი, გადაიხადოს და გამოვა. სიმართლე არის ესე – უნდა მოხვიდეთ, დააყენოთ გირაოზე, თუ დააკმაყოფილა მოსამართლემ გამოვა და მერე იმ ვადაში იხდის გირაოს, არის ასე თუ არ არის?! – ასეა და თქვენც ეს კარგად იცით, მაგრამ გამოდიხართ, უსირცხვილო მონებივით, ყვებით სისულელეს და ორი გრამი ნამუსიც არ გაქვთ, რომ თვალი დაახამხამოთ, ვიტყუები, მაგრამ მრცხვენია, იმიტომ რომ არც გრცხვენიათ” – თქვა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში ნიკა მელიას პროცესი დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსი “ქართული ოცნების” კიდევ 2 დეპუტატს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამარი ჩიტაია – რა გავაკეთო, მიპასუხეთ! დაუშვით რაღაც გამონაკლისი, მიეცით ხალხს დროული მკურნალობის უფლება!