მარგველაშვილი მითითებას ელოდება „ქართული ოცნების“ შტაბიდან, როდის უნდა გამოაცხადოს თარიღი – გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე

„ბატონ მარგველაშვილს, რომელმაც რატომღაც ახლა გადაწყვიტა არჩევნების თარიღის არგამოცხადება, მითითებას ელოდება, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ შტაბიდან, როდის უნდა გამოაცხადოს ეს თარიღი და რომელი თარიღი უნდა გამოაცხადოს,“ – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძემ პრეზიდენტი მარგველაშვილი საპრეზიდენტო თარიღის ამ დრომდე არ დასახელების გამო გააკრიტიკა.

ვაშაძემ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რადგან იციან, რომ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს ამომრჩეველი ხმას არ მისცემს.

„დიდი ალბათობით, არავის არ დააყენებენ, გამოძერწავენ რაიმე ფიტულს, შუბლზე დააყენებენ – დამოუკიდებელი და გამოუშვებენ იმ კლოუნს, რომ მასზე დაიხარჯოს ფული და ადმინისტრაციული რესურსი,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კვლავ, უცნობია, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მმართველი გუნდი მოახლოებულ არჩევნებში. კონსულტაციები გუნდში წესით მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა ვერსიები კვლავაც სხვადასხვაა.

სავარაუდოდ კვირის ბოლომდე უნდა დაასახელოს არჩევნების თარიღი მოქმედმა პრეზიდენტმაც. ოქტომბრამდე 2 თვე, რჩება თუმცა გიორგი მარგველაშვილი ამჯერად არ ჩქარობს. წინა არჩევნებზე მან თარიღი 4 თვით ადრე გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატია350 მეხანძრე-მაშველი ფულად ჯილდოს მიიღებს