“მარგველაშვილი დემოკრატიასთან დაკავშირებით სააკაშვილის ხედვით დაინტერესდა”

გიორგი მარგველაშვილის განცხადებიდან ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ერთი ფრაზა იყო, როდესაც ის დემოკრატიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ხედვით დაინტერესდა, ჩემთვის წითელი ხაზები ამ დროს იკვეთება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ასევე მარგველაშვილის თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

„საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქემ დემოკრატიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა წარსულს ჩააბარა და წარსულში დაბრუნება არავის უნდა. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს და გააქტიურდება, არავინ დაბრუნებულა, ის ადამიანები ყოველთვის პოლიტიკაში იყვნენ, ვინც დღეს აქტიურდებიან და ახალი ეტაპის დაწყებას გვიანონსებენ, ჩვენ და საზოგადოებამ ყველას უნდა მოვთხოვით პასუხი იმასთან დაკავშირებით, ემიჯნებიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, წარსულს და პირადად მიხეილ სააკაშვილს. ეს იქნება უკვე გამყოფი ხაზიც, წყალგამყოფიც, წითელი ხაზიც და ინდიკატორიც, ყველაზე კარგი საშუალება იმის შესაფასებლად, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე აპირებენ გააქტიურებას ეს ადამიანები“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება ამის შემდეგ იტყვის თავის სიტყვას.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-თბილისში “სმაილის” მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიაკალაძე შოთაძის გადადგომაზე-ეს ნაბიჯი იყო მართლა ადამიანური და კაცური