მარგველაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილთან შეწყალების საკითხზე არ უსაუბრია

მიხეილ სააკაშვილთან მისი შეწყალების საკითხზე არ მისაუბრია, – ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის კვლავ მონახულებას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამის საფუძველი არ არის.

„მიხეილ სააკაშვილთან მისი შეწყალების საკითხზე არ მისაუბრია. მასთან ვისაუბრე რუსეთზე, გეოპოლიტიკაზე და იმ გამოწვევებზე რაც ქვეყნის წინაშე დგას. ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილი ალბათ, თავის იურისტებთან საუბრობს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი ლონდა თოლორაიას ხვდება
შემდეგი სტატიაკობახიძე: როდესაც რეჟიმის ავტორსა და ბელადს უწოდებენ პოლიტიკურ დევნილს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მომავალზე საუბარი რთულია