მარცხენა სანაპიროზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გაჩერებულ სატვირთო მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული ოთხივე ადამიანი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია. შსს-ს ცნობით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდთან“ ირაკლი ფარცხალაძის კავშირს უარყოფს
შემდეგი სტატიაეს საკითხი არის საერთაშორისო სამართლის. ვინ არის აგრესორი, ვინ არის პასუხისმგებელი – ამაზე ყველა ერთნაირად პასუხობს-სალომე ზურაბიშვილმა გორში აგვისტოს ომზე ისაუბრა