მაქვს ორი თანამდებობა- პრემიერ-მინისტრის და სამთო-სათხილამურო კურორტების პროექტების მენეჯერის

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია მიმიდნარეობს. შეხვედრაზე სამთო კურორტების განვითარებასა და მთელი წლის განმავლობაში სეზონის გახანგრძლივებაზე მსჯელობენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა. ღონისძიებას ასევე ესწრება ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.

საქართველოს წილად ხვდა პატივი, ემასპინძლა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპისა და აზიის მთის კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს იყო მნიშვნელოვანი და სიმბოლური მოვლენა, რადგანაც მეღვინეობის ტრადიციებს საფუძველი სწორედ საქართველოში ჩაეყარა 8 000 წლის წინ.

„დღეს კი ჩვენ საფუძველს ვუყრით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს წამოწყებას, ვმასპინძლობთ რა ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის მთის კურორტების განვითარებას. მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი თანამდებობა: 1) დიდი პატივი, რომელიც წილად მერგო, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და 2) სამთოსათხილამურო კურორტების პროექტების მენეჯერობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი კვრიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(Foto) გარევაჭრობის ობიექტებში გაფუჭებული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიათამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება