მანჯგალაძე – თუ ღარიბაშვილი პარლამენტში არ მოვა, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა და დადასტურდება, რომ მარტივ კითხვებზე პასუხები არ აქვთ

თუ ღარიბაშვილი პარლამენტში არ მოვა, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა და დადასტურდება, რომ მარტივ კითხვებზე პასუხები არ აქვთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებული აუდიოჩანაწერების საკითხზე პრემიერ- მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებას.

მისივე შეფასებით, აუდიოჩანაწერები ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი კულუარებიდან აგრძელებს ქვეყნის მართვას.

“მან ხალხს წაართვა ძალაუფლება, რომ “ქართული ოცნების” კლანმა შეინარჩუნოს ხალხის ძარცვის საშუალება. პრობლემების მოიგვარების ნაცვლად, გადართულნი არიან შიშის დარგვაზე და ხალხის გაბოროტების პოლიტიკაზე, რათა დაპირისპირებით შეინარჩუნონ ძალაუფლება, ეს ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს, ამიტომ მალე უნდა ჩამოშორდნენ ძალაუფლებას. პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა ბევრ კითხვას უნდა გასცენ პასუხი, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით, ვიცით რომ ყველა ნაწილში ვერ უერთდება სანქციებს საქართველო, მაგრამ არის სანქციები, რაც დაკავშირებულია სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების გატარებასთან, ამაზე ჩვენ გვჭირდება ნათელი განმარტება, რომ ამ ნაწილში საქართველო მიერთებულია სანქციებს. თუ ამას არ გავაკეთებთ, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააკეთა ნათელი განმარტება, რომ ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ხელს შეუწყობენ, თავად გახდებიან სანქციების სამიზნე,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ლელო” ინტერპელაციის წესით პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა დღითიდღე ძლიერდება, ყურადღება მახვილდება მშვიდობაზე, სტაბილურობასა და რეგიონულ განვითარებაზე