მანჯგალაძე – “ქართული ოცნების“ ლიდერებს უნდა ესმოდეთ, ზუსტად ისეთივე თარგით მოექცევიან მათ, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან

“ქართული ოცნების“ ლიდერებს უნდა ესმოდეთ, ზუსტად ისეთივე თარგით მოექცევიან მათ, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების“ დეგრადაციის უმდაბლესს ხარისხზე მეტყველებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება და ქილიკი, თითქოს ის მძიმედ არ არის და თუ კვერცხსა და ხაჭოს მიიღებს, ყველაფერი კარგად იქნება“. მანჯგალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის რისკიდან გამომდინარე, აუცილებელია მისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა.

“ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. როცა ხელისუფლება შეიცვლება, სამართლიანი სასამართლოს პირობებში თუ “ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერს ციხეში მსგავსი სერვისით მომსახურება დასჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ შესაბამისი სერვისი გაუწიონ. აქ პოლიტიკური კუთვნილება, პოლიტიკური სიმპათია და ანტიპათია არაფერ შუაშია. სახელმწიფო შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანის სოცოცხლე და ჯანმრთელობა დაიცვას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშირომის პაპის განცხადებით, ვიქტორ ორბანმა შეხვედრისას უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის დასრულებას 9 მაისს გეგმავს
შემდეგი სტატიაარესტოვიჩი – რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს დონბასისა და უკრაინის სამხრეთ ტერიტორიის სრულ ანექსირებას