რომის პაპის განცხადებით, ვიქტორ ორბანმა შეხვედრისას უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის დასრულებას 9 მაისს გეგმავს

რომის პაპის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შეხვედრისას უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის დასრულებას 9 მაისს გეგმავს.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ამის შესახებ იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ორბანმა, როცა შევხვდი, მითხრა, რუსებს გეგმა აქვთ, 9 მაისს ყველაფერი დამთავრდება. ეს ასევე ხსნის ამ დღეების ესკალაციის სიჩქარეს, რადგან ახლა ეს არ არის მხოლოდ დონბასი, ეს არის ყირიმი, ეს არის ოდესა, ის ართმევს უკრაინას შავი ზღვის პორტს, ეს ყველაფერია. არ არის საკმარისი ნება მშვიდობისთვის. მე პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველა შესაძლო ჟესტი ომის შესაჩერებლად. ჯერ მოსკოვში უნდა წავიდე, ჯერ პუტინს შევხვდე, მაგრამ მე ასევე მღვდელი ვარ, რა უნდა ვქნა? მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, თუ პუტინი კარს გააღებს“, – განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

პონტიფიკოსმა უკრაინის ომი რუანდის გენოციდს შეადარა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მასთან შეხვედრისას შეუძლოდ გახდა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – “ქართული ოცნების“ ლიდერებს უნდა ესმოდეთ, ზუსტად ისეთივე თარგით მოექცევიან მათ, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან